კონტროლირებადი ატმოსფეროს სისტემას ვიყენებთ განსაკუთრებული სახეობის ხილის შესანახად. მოსავლის აღების შემდეგ ხილის ნაყოფში კვლავ მიმდინარეობს ბიოქიმიური პროცესები. რაც უფრო ინტენსიურია ეს პროცესები, მით უფრო სწრაფად

atmმიმდინარეობს ნაყოფში ქსოვილების დაშლისა და უჯრედების კვდომის პროცესები (გადამწიფება, დაბერება). ხილი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ეთილენის მიმართ, რომელიც გამოიყოფა პროდუქტის სუნთქვის პროცესში. აღნიშნული პროცესების შესანელებლად საჭიროა მათი დროებით ,,მიძინებულ“ მდგომარეობაში გადაყვანა. ამისათვის წარმატებით ვიყენებთ კონტროლირებადი ატმოსფეროს (ULO) სისტემას. კონტროლირებად ატმოსფეროში(საკანში) O2-ის კონცენტრაცია ძალზედ დაბალია, CO2-ის კი პირიქით – მაღალი. ეთილენის შემცველობა საკანში 1 ppb -მდეა (0,000001%) დაყვანილი.

ჩვენს კომპანიაში დანერგილი ტექნოლოგიით ხორციელდება აირების (გაზების) კონკრეტული ნაზავების შექმნა თითოეული სახეობის თესლოვანი, კურკოვანი და კენკროვანი ხილისთვის. ხილის შენახვა ხორციელდება შემდეგი პარამეტრების რეგულირებით: ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, ეთილენი, აზოტი, ფარდობითი ტენიანობა და ტემპერატურა.