სამაცივრე საკნები

აქტიური ვენტილაციის სისტემას ვიყენებთ კარტოფილის, ხახვის და ნიორის შესანახად სამაცივრე საკნებში. მათი შენახვა მოიცავს სამკურნალო და ძირითად პერიოდებს. მოსავლის აღების შემდეგ სამაცივრე საკანში მიმდინარეობს სამკურნალო პერიოდი. ეს პროცესი მეტად მნიშვნელოვანია რადგანაც ამ დროს კარტოფილის ტუბერი იმაგრებს კანს და იხორცებს ჭრილობებს. პარალელურად მიდის დამწიფების პროცესი.

რაც უფრო მწიფეა ხახვისა და ნიორის ბოლქვები მით ეფექტურად მიმდინარეობს შენახვის ძირითადი პერიოდი. ამგვარად სამკურნალო პერიოდს დიდი მნიშვნელობა აქვს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების ხარისხიანი და უდანაკარგო შენახვისათვის.

აქტიური ვენტილაციის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანმიმდევრულად(არა მყისიერად) ხდება პროდუქტის სასურველი ტემპერატურის მიღწევა. ვენტილაციის მეშვეობით შესაძლებელია ჰაერის ნაკადის თანაბარი გადანაწილება პროდუქტის მთელ მასაში, რაც ეფექტურს ხდის სამკურნალო პერიოდის დასრულებას და პროდუქტის შენახვა გადადის გაცივების რეჟიმზე.