სამაცივრე საწყობში მცენარეული პროდუქციის გრძელვადიანი შენახვისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია მათი შენახვის ოპტიმალური რეჟიმებისა და მეთოდების დადგენა. ამ რეჟიმების შერჩევის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს თავად პროდუქტის ბიოლოგიურ თავისებურებებს. მოსავლის აღების შემდეგ ზოგ პროდუქტს ჭირდება სამკურნალო პერიოდის გავლა, ზოგს სწრაფი გაციება, ზოგი კი პირდაპირ საწყობდება საკანში. შენახვის რეჟიმების მიხედვითაც სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ სახვადასხვა მცენარეულ პროდუქტს. ზოგს მხოლოდ ტემპერატურისა და ტენის რეჟიმების რეგულირება ჭირდება, ზოგს კი ჰაერის შემადგენლობის კონტროლიც.
ჩვენი სამაცივრე საწყობი აღჭურვილია ყველა იმ სისტემით (აქტიური ვენტილაციის, სწრაფი გაციების და კონტროლირებადი ატმოსფეროს სისტემები), რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა სახის ხილისა და ბოსტნეულის გრძელვადიან, ხარისხიან შენახვას.
აქტიური ვენტილაციის სისტემა
სწრაფი გაციების სისტემა
კონტროლირებადი ატმოსფეროს სისტემა
ხილისა და ბოსტნეულის შენახვის ხანგრძლივობები
კარტოფილი (საგვიანო) 8-9 თვე
ხახვი (საგვიანო) - 8 თვე
ნიორი(საგვიანო) 6-8თვე
სტაფილო (საგვიანო) 6-7თვე
ჭარხალი (საგვიანო) 7-8 თვე
კომბოსტო(საგვიანო) 6-8 თვე
ვაშლი 3-8 თვე
ატამი 25-35 დღე
სასუფრე ყურძენი 1-6თვე
მანდარინი 3-4თვე
ფორთოხალი 8-12 კვირა
გრეიფუტი 6-8 კვირა
მსხალი 3-7 თვე
ხურმა 1-2 თვე
კარალიოკი 1-3 თვე
კივი 5-6 თვე
ფეიხოა 2-3 თვე
ბროწეული 4-5 თვე