შპს ქართული ხილი და ბოსტნეული 2011 წელს დაარსდა. მის საკუთრებაშია ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე საწყობი, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში, ლილოს დასახლებაში.
სამაცივრე საწყობი მდებარეობს თბილისის აეროპორტსა და საბაჟო ტერმინალს(გეზი) შორის. ორივე ამ ობიექტიდან სამაცივრე საწყობი 3-3კილომეტრითაა დაშორებული. ცენტრალურ ავტომაგისტრალამდე (კახეთის გზატკეცილი) 0,5კილომეტრია.
ჩვენი საწარმო ორიენტირებულია ფართო სპექტრის პროდუქციის შენახვაზე. აქ შესაძლებელია პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ხანგრძლივი დროით შენახვა, გადამუშავებული სასურსათო პროდუქტების და სხვა სპეციფიკური პროდუქციის შენახვა -5 დან +15⁰C ტემპერატურამდე და ნებისმიერი საქონლის მშრალ საწყობებში შენახვა.
ჩვენ საწარმოში დანერგილია დაცვისა და კონტროლის უმაღლესი სტანდარტები. ჩვენთან დასაწყობებული პროდუქცია გარანტირებულად შეგიძლიათ გაიტანოთ პირვანდელი სახით.
ჩვენთან შენახვა ხარისხის გარანტიაა