
შპს “ქართული ხილი და ბოსტნეული”-ს სამაცივრე საწყობი გაშენებულია 10782 კვ.მ-ზე. ნაგებობის მთლიანი ფართობი 4312 კვ.მ-ია. აქედან სასაწყობე ფართი 4082კვ.მ-ია, საიდანაც 1956კვ.მ სამაცივრე საკნებს უკავია, დანარჩენი 2126კვ.მ, კი მშრალი საწყობებისთვისაა განკუთვნილი. სამაცივრე საწყობები აღჭურვილია უახლესი, საერთაშორისო სტანდარტების სამაცივრე ტექნოლოგიებით (მწარმოებელი ქვეყნები ჰოლანდია, გერმანია);
ჩვენი საწარმო ორიენტირებულია ფართო სპექტრის პროდუქციის შენახვაზე. აქ შესაძლებელია პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ხანგრძლივი დროით შენახვა, გადამუშავებული სასურსათ პროდუქტების და სხვა სპეციფიკური პროდუქციის შენახვა -5 დან +15⁰C ტემპერატურამდე და ნებისმიერი საქონლის მშრალ საწყობებში შენახვა. საყინულე კამერაში -25 0 C-ზე ნებისმიერი სახის გაყინული პროდუქტის შენახვა ხანგრძლივი დროით.
ჩვენ საწარმოში დანერგილია დაცვისა და კონტროლის უმაღლესი სტანდარტები. ჩვენთან დასაწყობებული პროდუქცია გარანტირებულად შეგიძლიათ გაიტანოთ პირვანდელი სახით.
ვიდეოები
სამაცივრე საწყობის სქემა