რა უნდა ვიცოდეთ მოსავლის აღების დროს?

სამაცივრე საკნებში დიდხანს რომ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული, ამისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ რიგი საკითხები. მთავრია მოსავლის აღების დროის ზუსტი და სწორი შერჩევა. კრეფის დაწყების დროის განსაზღვრა დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედის სიმწიფეში ხილი ან ბოსტნეული და სიმწიფის რომელ სტადიაში აიღებთ მოსავალს. არსებობს სიმწიფის ბოტანიკური და მოხმარებითი სტადია. ბოტანიკური სიმწიფის დროს ნაყოფს დასრულებული აქვს ზრდა-განვითარება, დაგროვებული აქვს სამარაგო ნივთიერებები, თესლი სრულად ჩამოყალიბებული და ფორმირებულია. ბოტანიკურ სიმწიფეს შესაძლებელია ვუწოდოთ საკრეფი სიმწიფე. ამ დროს…

როგორ შევინახოთ პროდუქტი ხანგრძლივად?

ხილი და ბოსტნეული მნიშვნელოვანი პროდუქტებია ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი კვებისათვის. ისინი მდიდარი არიან ნახშირწყლებით, პექტინოვანი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, ეთერზეთებით, ვიტამინებით, ფერმენტებით, მიკრო და მაკრო ელემენტებით. სამაცივრე ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ხილისა თუ ბოსტნეულის ხელმისაწვდომობა წლის ნებისმიერ დროს. ხილისა და ბოსტნეულის შენახვა საშუალებას იძლევა ბაზარზე უწყვეტი რეჟიმით მოსახლეობას მიეწოდოს ახალი, ქორფა, საღი პროდუქტი. პროდუქტის ხანგრძლივად შენახვისას მთავარი მიზანია ფიზიკური და ბიო-ქიმიური პროცესების შენელება, რომლებიც მოსავლის აღების შემდგომ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს ხილსა და…